დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემო

დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემო გულისხმობს არა მხოლოდ სხვა მოსწავლის რაიმე ნიშნით შევიწროვებისგან თავის შეკავებას, არამედ კლასში, სკოლაში ისეთი პირობების შექმნას, სადაც ყველა მოსწავლეს თანაბარ პირობებში სწავლისა და განვითარების საშუალება ექნება.

გაერთიანებული ერების 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს უფლება აქვთ, განათლება სხვებთან თანასწორად მიიღონ. აღნიშნული კონვენციის რატიფიცირება მოხდა 2013 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ. ინკლუზიურ განათლებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2006 წლიდან ახორციელებს. არსებობს არაერთი წარმატებული შემთხვევაც ამ სფეროში: