გვერდი 10

თქვენ მიიღეთ ინტერვიუს მომზადებისა და წარმართვის წესები სწორი თანმიმდევრობით

  1. წინასწარ მოიფიქრეთ ძირითადი კითხვები ინტერვიუსათვის;
  2. წინასწარ შეუთანხმდით რესპონდენტს ინტერვიუზე; 
  3. აუხსენით, რატომ გსურთ მისგან ინტერვიუს აღება;
  4. შეუთანხმდით ინტერვიუს დროსა და ადგილზე; 
  5. არ დააგვიანოთ ინტერვიუზე;
  6. ინტერვიუ შეგიძლიათ დააფიქსიროთ აუდიო ან ვიდეო-ჩანაწერის სახით ან მოკლედ წერილობით ჩაინიშნოთ პასუხები და დამთავრებისთანავე გააკეთოთ დაწვრილებითი ჩანაწერი; 
  7. ყურადღებით მოუსმინეთ რესპონდენტს და თუ გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვა, შეეკითხეთ; 
  8. არ შეაწყვეტინოთ სიტყვა რესპონდენტს;
  9. არ დააჩქაროთ ის; 
  10. არ დაგავიწყდეთ მადლობის გადახდა.